I ტურის მოკლე ინსტრუქცია
ხვალ ტარდება The English Cup of Georgia 2026-ის I ტური. გამოცდის ბმული და თქვენი კოდი მოგივათ SMS-ით გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. გამოცდა იწყება 19:00 საათზე.
კამერა აუცილებელია
კამერის გარეშე გამოცდას ვერ დაიწყებთ.
კოდით შესვლა
გამოცდის დასაწყებად უნდა შეიყვანოთ თქვენთვის გამოგზავნილი უნიკალური კოდი.
გამსვლელი ქულა
II ტურში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ 20 ქულა 30-დან.
ძირითადი ინფორმაცია
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მონაწილემ ხვალინდელ გამოცდამდე უნდა იცოდეს.
უსაფრთხოება და სამართლიანობა
გამოცდის სისტემა გამოიყენებს კამერას და უსაფრთხოების შემოწმებებს, რათა ყველა მონაწილეს ჰქონდეს თანაბარი პირობები.
კამერის მონიტორინგი
სისტემა შეამოწმებს, ჩანს თუ არა მონაწილე კამერაში და ხომ არ იყურება სხვა მიმართულებით ხანგრძლივად.
ხმის შემოწმება
სისტემამ შეიძლება დააფიქსიროს ლაპარაკი ან ხმაური, როგორც გაფრთხილება.
გაფრთხილებები
რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი გადაამოწმებს დაფიქსირებულ ინფორმაციას.
ცოცხალი დახმარება გამოცდის დროს
თუ ტექნიკური პრობლემა შეგექმნებათ, გამოცდის სისტემაში ხელმისაწვდომი იქნება Live Chat ფუნქცია. ჩვენი გუნდის წარმომადგენელი დაგეხმარებათ ტექნიკურ საკითხებში.
Live Chat
გამოცდის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩატის ფუნქცია ტექნიკური დახმარებისთვის.
მხოლოდ ტექნიკური დახმარება
ჩატი არ ეხმარება საგამოცდო პასუხებში. ის განკუთვნილია მხოლოდ ტექნიკური პრობლემებისთვის.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ WhatsApp-ზეც.
ხშირი კითხვები
საჭიროა მინიმუმ 20 ქულა 30-დან.
ბმული და კოდი მოგივათ SMS-ით გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
დიახ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელეფონი, კომპიუტერი ან ტაბლეტი — მთავარია კამერა და ინტერნეტი.
შედეგებს მიიღებთ მაქსიმუმ 45 საათის განმავლობაში.
გთხოვთ, ხვალ გამოცდამდე გადაამოწმოთ კამერა და ინტერნეტი.
გამოცდაზე შესასვლელად დაგჭირდებათ SMS-ით მიღებული ბმული და უნიკალური კოდი. თუ გაქვთ დამატებითი კითხვა, მოგვწერეთ WhatsApp-ზე.
📲 დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე