WORLD OF OLYMPIAD
English Cup of Georgia 2026

დავით ჩარკვიანი

სპეციალური გამარჯვებული

6 წლის დავით ჩარკვიანი „English Cup“-ის ნამდვილი აღმოჩენა და თავისი ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულია.

Special Winnerსტატუსი
2026წელი
დავით ჩარკვიანი
Winner Story

ახალი ისტორია

დავით ჩარკვიანის ისტორია, მისი ოცნებები, ინტერესები და გამარჯვების დღე.

დავით ჩარკვიანი

ამ პატარა გენიოსმა საოცარი ინგლისურით პროექტის ორგანიზატორები პირველივე წუთიდან გააოცა. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებაზე გაცილებით უფროსების გვერდით მოუწია ასპარეზობა, დავითმა ისეთი შედეგი აჩვენა, რომ „English Cup“-მა მისთვის, როგორც გამარჯვებულისთვის, სპეციალური ჯილდო დააწესა — განსაკუთრებული ტალანტის ნომინაციაში.
​საკუთარ თავს დავითი სამი სიტყვით ახასიათებს: „ჭკვიანი, საყვარელი და სამართლიანი“. მისი ცხოვრება ფილმი რომ იყოს, მას ნამდვილად ერქმეოდა „სიცოცხლის სუპერგმირი“. გარდა უცხო ენისა, დავითს კიდევ ერთი დიდი გატაცება აქვს — მათემატიკა, რომელზეც შეუძლია საათობით ილაპარაკოს. მისი ოცნებებიც მასშტაბურია — მას მსოფლიო რეკორდის დამყარება სურს და თავისი საყვარელი იუთუბერ-მათემატიკოსის (Combo Class) მსგავსად, სამყაროს ციფრებით შეცნობაზე ფიქრობს.
​ეს პატარა ბიჭი საოცარი შინაგანი სიკეთითაც გამოირჩევა. მთელი მსოფლიო ერთი წუთით რომ უსმენდეს, ის ყველას მოუწოდებდა: „შეწყვიტეთ ომები!“. დავითისთვის მნიშვნელოვანია ერთგულებაც, რის გამოც ყველაზე მეტად თავის საუკეთესო მეგობარს, კახას აფასებს. მას უკვე აქვს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიღწევა, მათ შორის გერმანიის საგზური, „English Cup“-ზე მოპოვებული ეს აღიარება კი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად უნიკალურია მისი ნიჭი.

„შეწყვიტეთ ომები!“

​ათი წლის შემდეგ საკუთარ თავთან შეხვედრისას დავითი უბრალოდ იკითხავს, აქვს თუ არა საინტერესო ცხოვრება. ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ნიჭიერი და მრავალმხრივი ბიჭის გზა მართლაც განსაკუთრებული და დიდი წარმატებებით სავსე იქნება.

Gallery

გალერეა

გამარჯვებულის ფოტოები და დაუვიწყარი მომენტები.

Keep Challenging

ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია.

English Cup of Georgia 2026 გვახსენებს, რომ დიდი მიზნები იწყება ინტერესით, შრომით და საკუთარი თავის რწმენით.