როდესაც მას პირადად შევხვდით, დავინახეთ ნარნარი, გრაციოზული და საოცრად ნაზი, პეპელასავით გოგონა, რომელიც ნებისმიერი დედისთვის საოცნებო შვილია და ირგვლივ მხოლოდ სიკეთესა და პოზიტივს ასხივებს.
მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი დედაა, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს და შეუძლია მასზე საათობით, დაუღალავად ილაპარაკოს. გაბრიელას განსაკუთრებული, თბილი ხასიათი აქვს. ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარ და ემოციურ მოგონებად ის დღე მიაჩნია, როდესაც მისმა ძმამ ქუჩიდან პატარა, უპატრონო კნუტი აიყვანა და სახლში მოიყვანა.
ის საუკეთესოდ უკრავს ფორტეპიანოზე და ცეკვავს ბალეტს — ეს ის აქტივობებია, რომლებიც დიდ შრომასა და განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. სწორედ ამ მონდომებით ოცნებობს გოგონა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზეც. მიუხედავად ასაკისა, ის გლობალურად აზროვნებს. მთელი დედამიწა ერთი წუთით რომ გაჩერდეს მის მოსასმენად, ის ყველას მოუწოდებს: „შეწყვიტეთ ომი, მოუსმინეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი“.
ზუსტად 10 წლის შემდეგ გაბრიელა საკუთარ თავს შეხვდება და ჰკითხავს: „აგისრულდა თუ არა შენი ოცნება და გამოხვედი თუ არა ბალერინა?“. მისი მონდომებისა და საოცარი ენერგიის გათვალისწინებით, მომავლის გაბრიელას ამ კითხვაზე აუცილებლად ბედნიერი პასუხი ექნება.
„შეწყვიტეთ ომი, მოუსმინეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი“