WORLD OF OLYMPIAD
English Cup of Georgia 2026

ირაკლი ოქრუაშვილი

11-12 კლასის გამარჯვებული

„English Cup“-ის კიდევ ერთი გამორჩეული გამარჯვებული ირაკლი ოქრუაშვილია — ბიჭი, რომელიც საკუთარ თავს სამი სიტყვით ახასიათებს: „ქოჩორა, ხუმარა და მომდომი“.

11-12 Class Winnerსტატუსი
2026წელი
ირაკლი ოქრუაშვილი
Winner Story

ახალი ისტორია

ირაკლი ოქრუაშვილის ისტორია, მისი ოცნებები, ინტერესები და გამარჯვების დღე.

ირაკლისთან სტუმრობა და კუთვნილი ჯილდოს გადაცემა ჩვენთვის სრულიად დაუვიწყარ ემოციად იქცა. მივედით ტრადიციულ, საოცრად თბილ ქართულ ოჯახში, სადაც უსაყვარლესი ბებია-ბაბუა დაგვხვდა. მათი ბედნიერი თვალების დანახვა, როდესაც შვილიშვილის წარმატებით ხარობდნენ, და მათი უთბილესი მასპინძლობა საოცარი ენერგიით სავსე იყო. ირაკლი მართლაც ოქროს ბიჭუნა და დედის უდიდესი სიამაყეა, რომელიც ამ დიდ სიყვარულსა და სიტკბოში იზრდება. ბებია-ბაბუასგან მიღებული ეს მუხტი კი აშკარაა, რომ მას დიდ საქმეებში ეხმარება.
ირაკლის ცხოვრება ფილმი რომ იყოს, მას ნამდვილად ერქმეოდა „Step by step“ (ნაბიჯ-ნაბიჯ), რადგან მას აქვს თვისება, რაც ბევრს არ გამოსდის: ნებისმიერი წარუმატებლობის შემდეგ შეუძლია ყველაფერი თავიდან, ახალი ენერგიით დაიწყოს. მასთან ერთად შეგიძლიათ საათობით ილაპარაკოთ წარსულ მოგონებებზე ან ევროპაში მის პირველ მოგზაურობაზე. მის ღირებულებებში ოჯახის ფასი ყველაზე მკაფიოდ ჩანს — მთელ მსოფლიოს მისი მოსმენა რომ შეეძლოს, ის ყველას უბრალო და უმნიშვნელოვანეს რამეს ეტყოდა: „რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან“.
ამ თბილ ხასიათთან ერთად, ირაკლის საოცრად ფართო და საინტერესო ხედვა აქვს. რომ შეეძლოს, ერთ დღეს ლეგენდარულ მსახიობთან, რობინ უილიამსთან გაატარებდა, რადგან თვლის, რომ ის უსაზღვრო აზროვნების ადამიანი იყო. ჩვენი ოლიმპიადიდან კი ყველაზე მეტად ხელოვნულ ინტელექტთან (AI) გასაუბრების პროცესი დაამახსოვრდა, სადაც თავისი მახვილი გონება საუკეთესოდ გამოავლინა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება უდარდელი ცხოვრებაა, ირაკლი ამ ყველაფარს საკუთარი შრომითა და მონდომებით აშენებს. მომავალს ის ძალიან ღრმად უყურებს. ათი წლის შემდეგ, საკუთარ თავთან შეხვედრისას, ირაკლი მხოლოდ ერთ მთავარ კითხვას დასვამს: „საკუთარ ოცნებას გავყევით თუ სხვის გავლილ გზას?“.

„საკუთარ ოცნებას გავყევით თუ სხვის გავლილ გზას?“

ამ მებრძოლი, იუმორით სავსე და უზომოდ კულტურული ბიჭის შემყურეს, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ის მხოლოდ საკუთარ, გამორჩეულ გზას გაჰყვება და წინ კიდევ ბევრ დიდ წარმატებას მიაღწევს.

Keep Challenging

ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია.

English Cup of Georgia 2026 გვახსენებს, რომ დიდი მიზნები იწყება ინტერესით, შრომით და საკუთარი თავის რწმენით.