WORLD OF OLYMPIAD
English Cup of Georgia 2026

საბა გოროხოვი

9-10 კლასის გამარჯვებული

საბა გოროხოვი კიდევ ერთი გამორჩეული გამარჯვებულია, რომელმაც „English Cup“-ზე საკუთარ საკლასო კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. როდესაც მას კუთვნილი ჯილდო პირადად გადავეცით, მაშინვე თვალში მოგვხვდა მისი დამოუკიდებლობა — თავის ასაკთან შედარებით ჩამოყალიბებული, სერიოზული, მშვიდი და მახვილი გონების ახალგაზრდაა, რომელიც პირველივე წუთიდან დიდ პატივისცემას იმსახურებს

9-10 Class Winnerსტატუსი
2026წელი
საბა გოროხოვი
Winner Story

ახალი ისტორია

საბა გოროხოვის ისტორია, მისი ოცნებები, ინტერესები და გამარჯვების დღე.

საბა გოროხოვი

საბასთვის დასახული მიზანი მხოლოდ ლამაზი ფიქრი არ არის; ის მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის აუცილებელია კონკრეტული გეგმის ქონა და მისკენ დაუღალავი სვლა. მას აქვს თვისება, რაც ბევრს არ გამოსდის: ცივი გონებით აანალიზებს საკუთარ შეცდომებს და მათგან სწავლობს.
მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და საყრდენი მამაა, რომელიც ყოველთვის აფასებს მის შესაძლებლობებს და გვერდით უდგას. საბას უკვე აქვს ამერიკაში, Model UN-ის დიდ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი გამოცდილება. სწორედ მაშინ გააცნობიერა მთავარი — ხალხი მზადაა მოგისმინოს და შენი აზრი გაითვალისწინოს. გამორჩეული და ღრმაა მისი სურვილიც, რომ ერთი დღე ილია ჭავჭავაძესთან გაატაროს და ჰკითხოს, როგორ ეყო ძალა ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად.
ის ბეჯითი, შრომისმოყვარე და გლობალურად მოაზროვნეა, ამიტომ მისი ხედვებიც მასშტაბურია. საბას სურს, რომ საზოგადოება უფრო ერთიანი გახდეს, ადამიანებმა ერთად იმუშაონ გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად და მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალონ. თავისი წვლილის შეტანას კაცობრიობის წინსვლაში კი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური აღმოჩენების შექმნით აპირებს, რაც ხალხს რეალურად დაეხმარება.

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის რომ მსოფლიოს განვითარებაში და წინსვლაში ჩემი წილი შევიტანო, ხალხის დახმარებით, ახალი ტექნოლოგიების შექმნით ან ახალი აღმოჩენებით.“

მომავალს საბა ძალიან პრაქტიკულად უყურებს. ათი წლის შემდეგ, როდესაც უკვე შემდგარი პროფესიონალი იქნება, საკუთარ თავს პირველ რიგში იმას ჰკითხავს, მოუტანა თუ არა ამდენმა შრომამ და გეგმების რეალიზებამ შინაგანი ბედნიერება. ასეთი მყარი ღირებულებებისა და მკაფიო ხედვის მქონე ახალგაზრდას წინ ნამდვილად დიდი და საინტერესო მომავალი ელოდება.

Gallery

გალერეა

გამარჯვებულის ფოტოები და დაუვიწყარი მომენტები.

Keep Challenging

ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია.

English Cup of Georgia 2026 გვახსენებს, რომ დიდი მიზნები იწყება ინტერესით, შრომით და საკუთარი თავის რწმენით.